saqarTvelos uReltexilebi - Zedos uReltexili
კოორდინატები | 42°34`51` ჩ. გ. 43°52`32` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2994 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჯეჯორის ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2994 მ. აგებულია ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარეების ჯეჯორისა და ზრუგის აუზებს.